LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებო გელოდებით ნატო-ში, რადგან ამაყი ერი ხართ, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას – პოლონეთის პრეზიდენტი

172
3A92C6AA-A8B4-48BC-B3F2-12A8C90F8B5A-cx0-cy2-cw0-w1023-r1-s

ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ – გელოდებით ქართველებო ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანდჟეი დუდას თქმით, “გაერთიანებულ ევროპაში და ნატო-ში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის ევროპის აღმოსავლეთიდან. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას ნატო-ს და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა”. 

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და ნატო-მდე მიმავალი გზა არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება.

რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე-17 წელი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად გადაიქცეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭირო იყო ძალების ხელახლა მოკრეფა, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა, მერწმუნეთ დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა რეფორმებს მოითხოვდა, ნამდვილად ღირდა მცდელობად. ამიტომაც მოგიწოდებთ გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები, პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში.

შეგვიძლია ერთად ვიამაყოთ, ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა – ქვეყნის მთავარსალდალმა დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცა

ევროკავშირის ქვეყნებს უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ეს არის ანტიკური კოლხიდა, ეს არის თქვენი ქართული მემკვიდრეობა, ევროპული კულტურა დღეს ნიშნავს ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას, დემოკრატია, სიტყვის და თავშეყრის პატივისცემას. თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა ეს ის პრინციპებია, რომლებიც ჩვენ ურთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით ქართველებო ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა – „ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს,“ – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს – ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ: ვიოლა ფონ კრამონი

მნიშვნელოვანია, საზოგადოება და ხელისუფლება გაერთიანდეს იმ მიზნების გარშემო, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების ოცნება 1918 წლის 26 მაისს: თალაკვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები