LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ამნისტიის კანონი არც ქართულ ოცნებას და არც მეორე მხარეს არ უნდა, „ლელოს“ საერთოდ არ სჭირდება: მამუკა ხაზარაძე

63
ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „თუ ამნისტიის კანონი არც ქართულ ოცნებას და არც მეორე მხარეს არ უნდა, „ლელოს“ საერთოდ არ სჭირდება“. მისივე განცხადებით, 19-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონი, უცხოელი მედიატორების და პარტნიორების ინიციატივა იყო, რადგან მათ „თემების გადატვირთვა სურთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვიღაცის ღირსების, პატიების ხარჯზე, თუ ის ამას არ იმსახურებს“.

ვინმეს მხრიდან მცდელობა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო მოწოდებული, პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობაა: არჩილ თალაკვაძე

„ეს იყო ინიციატივა ჩვენი მედიატორების, ჩვენი უცხოელი მედიატორების და პარტნიორების, რომელთაც სურთ, გადაიტვირთოს თემები. 20 ივნისი იყო გადატვირთვის თემა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვიღაცის ღირსების, პატიების ხარჯზე, თუ ის ამას არ იმსახურებს.

ამიტომ, თუ ისეთი დამოკიდებულებაა, რომ „ქართულ ოცნებას” არ უნდა ამნისტია და არ სჭირდება ამნისტია მეორე მხარეს, „ლელომ” შეიძლება თქვას, რომ ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ეს ამნისტია. ამიტომ, იცით, რომ გადავდეთ ამნისტიის განხილვა, გუშინ დავაყენეთ საკითხი იმიტომ, რომ სანამ ამ საკითხზე არ იქნება კონსენსუსი, ხელოვნური არავის არაფერი სჭირდება ამ ქვეყანაში.

იცით, რომ ჩვენ შევიტანეთ ალტერნატიული კანონპროექტი, უნდა მოხდეს ამ პოზიციების შეჯერება, რომ ამნისტია იყოს სამართლიანი და არ დარჩეს ადამიანთა ჯგუფი განაწყენებული, შეურაცხყოფილი ამ კანონის მიღებით. ამიტომ, ამნისტია შერიგებას უნდა ემსახურებოდეს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

კობახიძემ თქვა, ოპოზიცია მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ აპირებს „ამნისტიის კანონის“ მიღებასო – დიახ, ასეა, რადგან პოლიტიკური პატიმარი ქვეყანას არ სჭირდება: ვაშაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g