LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხეობაში გზა ჩაკეტილია – გაკონტროლდება კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადაადგილდნენ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს : ვარლამ გოლეთიანი

69
ვარლამ გოლეთიანი - თბილისი

„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, რიონის ხეობაში შესასვლელი გზები რაჭიდან, ლეჩხუმიდან და ქუთაისიდან ჩაკეტილია. მისივე თქმით, გაკონტროლდება კომპანიის სპეცტექნიკა და მათ რიონის ხეობაში შესვლის საშუალება არ მიეცემათ.

ვარლამ გოლეთიანი, აქციის მონაწილეების დარბევას არ გამორიცხავს, რადგან ამ დროის განმავლობაში „რიონის ხეობის მცველების” დარბევა ხუთჯერ მოხდა.

სოფელ გუმათთან წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანეს – რიონის მცველებმა „ენკა“-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

„ხეობაში გზა ჩაკეტილია – შემოსასვლელი რაჭიდან, ლეჩხუმშიც და ასევე ქუთაისიდან. გაკონტროლდება უშუალოდ კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადაადგილდნენ. რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვეულებრივ გამვლელს, გადაადგილების პრობლემა არ ექნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს უახლოეს დღეებში. უკვე ორი მანქანა მივაბრუნეთ დილით. ანუ, კომპანიის ტრანსპორტს ამ გზაზე უწევს გავლა, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა მარაგი შეიტანონ შიგნით, ამ გზაზე გავლას ვერ აცდებიან​.

ჩვენ არ ვაპროვოცირებთ, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. იერიში არ მიგვაქვს პოლიციაზე და ბარიკადს იქეთ გადასვლას არ ვცდილობთ. ვეცდებით, რომ მხოლოდ კომპანიას შეეშალოს ხელი, რადგან არ განხორციელდეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g