LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუმათში შეკრებილები პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ, დაზიანდა რკინის ჯებირები – დაწყებულია გამოძიება: შსს

67
აქცია გუმათში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

„ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში საპროტესტო აქცია განაგრძეს. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ.

სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“ , – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სოფელ გუმათთან წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანეს – რიონის მცველებმა „ენკა“-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

ხეობაში გზა ჩაკეტილია – გაკონტროლდება კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადაადგილდნენ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს : ვარლამ გოლეთიანი

ფოტო: რადიო თავისუფლება