LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ლიფტის შახტაში დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

190

ბათუმში ლიფტის შახტაში დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ხერხემლისა და გულმკერდის მალების კომპრესიული მოტეხილობა აღენიშნება.

„პაციენტს ზურგის ტვინის, ნეკნების ორმხრივი – მრავლობითი დაზიანება აქვს, ასევე, პნევმოთორაქსი აღენიშნება,“ – აცხადებენ კლინიკა „მედინაში“.

ბათუმში, ლიფტის შახტაში 40-წლამდე ასაკის ქალბატონი ჩავარდა. შემთხვევა საზღვაო ჰოსპიტალში მოხდა. დაშავებული კლინიკა „მედინაში“ ამ დრომდე რჩება.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g