LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონგოში, ვულკანის კვლავ ამოფრქვევის საშიშროების გამო, ათი ათასობით ადამიანია ევაკუირებული

100
Untitled design (1)

კონგოს რესპუბლიკის ქალაქ გომადან, ვულკანის მორიგი ამოფრქვევის საშიშროების გამო, ათი ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

დღეს ჩრდილოეთ კივუს პროვინციის სამხედრო გუბერნატორმა ნდიმა კონგბამ განაცხადა, რომ მაგმა აღმოაჩინეს ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში და ასევე, კივუს ტბის მახლობლად. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ვულკანი ნიირაგონგო შეიძლება კვლავ ამოიფრქვეს.

ვულკანი, რომელიც ქალაქი გომადან 10 კილომეტრში მდებარეობს, შაბათ-კვირას გააქტიურდა, ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ათასობით კი უსახლკაროდ დარჩა.

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ადგილობრივებმა საცხოვრებელის დატოვება მასობრივად დაიწყეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს.

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, მიწისძვრებმა ასმეტრიანი ორი ბზარიც გააჩინა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g