LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულში გაერო-ს მისიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ

67

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაერო-ს მისიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას  ავღანური სააგენტო Khaama Press ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ერთი პირი გაიტაცეს და ერთი მოკლეს. ქაბულის პოლიციაში დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა გაერო-ს მისიის თანამშრომლებზე თავდასხმას.

პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი დეტალები მოგვიანებით იქნება გავრცელებული.

აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g