გოლის უჩვეულო აღნიშვნა ლიბერტადორესის თასზე, სადაც მოთამაშეები რატომღაც ავტომობილში შეძვრნენ.
ლიბერტადორესის თასის პირველი რაუნდის მატჩი ბოლივიის „ორიენტე პეტროლეროსა“ და პერუს „უნივერსიტარიოს“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მეორე გოლი მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა ფრეიტაშმა გაიტანა.
ამის შემდეგ მასპინძლები ჭკუიდან გადავიდნენ – „ორიენტეს“ ფეხბურთელები ერთ-ერთი სპონსორის მიერ წარმოდგენილი ავტომობილისკენ გაემართნენ და გოლი საჭესთან აღნიშნეს.
განმეორებითი მატჩი ლიმაში 27 იანვარს გაიმართება.
Oh how I love the Copa Libertadores… pic.twitter.com/kTg1QXvi0r
— Adam Brandon (@AdamBrandon84) January 23, 2018