LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბახალა” სასამართლო დარბაზში დააკავეს

59

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს.

“ბახალა” მას შემდეგ აიყვანეს, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.

გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ამასთან, პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g