LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერთიანდებით საქართველოსთვის! საქართველოს სჭირდება გუნდი, რომელსაც შეუძლია, სიმართლე უთხრას მოქალაქეებს: გიორგი გახარია

119
გახარია01

„დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის! მაგრამ არავის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე პარტიის პრეზენტაციის დროს გააკეთა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში პარტია დღეიდან აქტიურად იქნება ჩართული.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს

„ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს. ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოქალაქისთვის, აბსოლუტურად ნათელია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი, რომელსაც შეუძლია და უნარი შესწევს სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს, უთხრას სიმართლე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. და რაც მთავარია, მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით, ქვეყანას შესთავაზოს წესრიგი, ოღონდ სამართლიანი წესრიგი. სამართლიანი წესრიგი არის ის სივრცე, რომელშიც შეგვეძლება ყველას ერთად, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და რაც მთავარია, ვემსახუროთ სახელმწიფოს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში, მაშინ როდესაც პოლიტიკურ ძალებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის კინკლაობა ჩხუბი შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ქვეყნისთვის რაიმე პროგრესის მომტანია, არა! სინამდვილეში კარგ შემთხვევაში ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით, ცუდ შემთხვევაში ქვეყანა იხევს უკან“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ძმები არველაძეები მივიდნენ

გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაციის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ხელისუფლებაში 8-9 წელი იყო ნამყოფი და როგორ კარგად ვცხოვრობთ ყველა კარგად ვხედავთ” – ოპოზიციური სპექტრის ნაწილი გახარიას კონკურენტად არ აღიქვამს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g