LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილება გარკვეულ საათებში შეიზღუდება

60
111მერია

საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 3 ივნისიდან, 08:00 – 12:00 და 17:00 – 20:00 საათებში, ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა), ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვის ამოქმედება, მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობიდან გამომდინარე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო, ნუცუბიძის პლატოზე მობილობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელის დაფიქსირებამ განაპირობა.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული შეზღუდვა გაგრძელდება მანამ, სანამ მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

magti 5g