ლელა მებურიშვილი „იმედზე“ ქეთი ასათიანის რუბრიკას ესტუმრა და თავისი შვილებისა და მათი კვებისა და მოვლის თემაზე ისაუბრა.
ლელა მებურიშვილი:
ჩემი უმცროსი შვილი 4 წლისაა და ისევ ისე მიირთმევს, როგორც თავიდან მივაჩვიე. დილით უნდა მიირთვას ფაფა, შუადღეს აუცილებელია წვნიანი და ერთი დღეც არ ჩაგვიგდია არც უმცროსი და არც უფროსი შვილის შემთხვევაში, რომელიც 7 წლის ხდება. საღამოსაც იციან, რა უნდა მიირთვან, თევზი, ხორცი თუ რძის პროდუქტი, ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას. სეზონურად ვარჩევდი ბოსტნეულსა და ხილს. ჩემი უფროსი შვილი ხილზე ამბობს უარს და ფრეშს ვაძლევ, თუმცა ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ კუჭს უღიზიანებს. მგონია, რომ ჩვენს ორგანიზმს უნდა მოვუსმინოთ. ვიცი, რომ შოკოლადის ნაჭრის შემდეგ მსუბუქად არ ვიგრძნობ თავს…
მშობლებს ბევრი დაკვირვება გვჭირდება. დაწურული ხილი როგორ შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ჩემს შვილს კუჭი გაუღიზიანა. ალბათ, გააჩნია, დოზას.
საუზიმის გარეშე არც მე, არც ჩემი შვილები სახლიდან არ გავდივართ. რა თქმა უნდა, წყალი აუცილებელია…
