ექიმი კოტე მათითაშვილი და დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე „პროფილს“ ესტუმრნენ და მაია ასათიანთან თავიანთი სიყვარულის ამბის შესახებ ისაუბრეს.
კოტე:
„ჩემს ცხოვრებაშიც იყო ქარტეხილები, ცვლილება, ეკას ცხოვრებაშიც ეს ხდებოდა და მოხდა გარემოებების თანხვედრა. ორ კვირაში, ძალიან მალე გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა.
ეკა:
ცოლ-ქმრობამდე სანამ მივიდოდით, კოტესთან გადავედი და ვცხოვრობდით ერთად, შემდეგ მისი ინიციატივით ხელი მოვაწერეთ. ჯვარი დაწერილი არ გვაქვს, მაგრამ ვაპირებ, თეთრი კაბა ჩავიცვა, ოღონდ ქალური, დიდური.
ძალიან მაგარი პლასტიკური ქირურგის მეორე ნახევრობა. მე მიყვარს რაღაცების შეცვლა, ინიექციები, ერთი პერიოდი ძალიან გავუტიე, კოტე კი პირიქით, მაჩერებს. იმ ფოტოებს რომ ვუკვირდები, როცა ბევრი ინიექცია მქონდა გაკეთებული, დღევანდელი მირჩევნია. სხვანაირი თვალი აქვს. ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია, ყველა მაგას ეუბნება, რომ მაგარია პლასტიკური ქირურგი ქმარი.