LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე და ხათუნა სამნიძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქციაში ერთიანდებიან

68
FRAQCIA

“სტრატეგია აღმაშენებელი” ფრაქციას ქმნის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე უერთდება.

როგორც „ფორტუნას“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი ვაშაძე საზოგადოება ფრაქციის წევრებს დღეს 3 საათზე, ბრიფინგზე გააცნობს.

„შემიძლია, დაზუსტებით მხოლოდ ის გითხრათ, რომ ფრაქციას დამოუკიდებელი წევრები ეყოლება“. – გვითხრეს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურში.  

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ფრაქციაში გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ასევე იქნებიან ხათუნა სამნიძე, ზურაბ ჯაფარიძე და ტარიელ ნაკაიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g