ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 959-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 331 680-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა.
კოვიდინფექციამ კიდევ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 4 876 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 27 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 516 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 619-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 30 026 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, PCR ტესტით – 14 499.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,59%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,9%.
საქართველოში კოვიდვაქცინით სულ აცრილია – 161 947 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი 6 317-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.