LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უნიკალური საპატრულო Alfa Romeo გასაყიდად გამოიტანეს

198
alfaromeo

ფირმა Straderial–ის შოურუმში, სადაც ათობით ვინტაჟური მოდელი ინახება, კლასიკური Alfa Romeo Giulia–ს უჩვეულო ეგზემპლარი გამოჩნდა. ეს არის უნივერსალი Familiare, რომელსაც წარსულში იტალიის საგზაო პოლიცია იყენებდა. ატელიე Carrozzeria Giorgetti–ში აგებული ხუთკარიანი მოდელი ინგლისელმა პროფესიონალებმა დეტალურად აღადგინეს.

განსხვავებით Alfa Romeo Giulia Berlina–ს, კუპე Sprint–ისა და GTC–ის, უნივერსალი Familiare Giulia არც თუ ისე ცნობილი ავტომობილია. საქმე ისაა, რომ მოდელს მცირე რაოდენობით, სულ რამდენიმე ატელიეში უშვებდნენ. ასეთი ავტომობილებით ძირითადად პოლიცია ან სასწრაფო დახმარების სამსახური სარგებლობდა.

სწორედ ერთ–ერთ ძველ საპატრულო მანქანას ყიდის ფირმა Straderial. 1975 წლის უნივერსალი მთელი მონდომებით აღადგინეს, პირვანდელი ფერი დაუბრუნეს და ძველი დროის კომპონენტებითაც აღჭურვეს. მათ შორისაა 185 ძალის 2.0 ძრავი და GTA–ს ტრანსმისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g