პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილის, პატარა ლილიბეთის დაბადებიდან მესამე დღეს სასექსებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, მეუღლეები მადლობას უხდიან ყველას, კეთილი სურვილებისა და მილოცვებისთვის. ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ სანტა ბარბარას ჰოსპიტალში მეგან მარკლის მშობიარობა 30 ათასი დოლარი დაჯდა. გოგონა 3 კილოსა და 200 გრამს იწონის, ის ქვეყანა დილის საათებში მოევლინა.
ცნობილია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პატარა ლილიბეთის ფოტოს გამოქვეყნებას არ აპირებენ. ირკვევა ისიც, რომ ლილიბეთის სახელი პრინცმა ჰარიმ დედოფალთან შეათანხმა და მისგან თანხმობა გოგონას დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.
ქალიშვილის დაბადებიდან მეორე დღეს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დეკრეტში გადიან