LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაცია გამოცოცხლებას იწყებს: დღეისთვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 2019 წლის ნიშნულის 55%

57
ipiccy-image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში ავიაციის კომიტეტის 60-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეხვედრაზე განიხილეს ინდუსტრიის წინაშე კოვიდპანდემიის შედეგად არსებული გამოწვევები და ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა: ავიაციის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია, საავიაციო სტრატეგიის შექმნა, პოსტპანდემიური ეფექტური საკომუნიკაციო მექანიზმის შემუშავება, კერძო-საჯარო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სხვა. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ავიაციის სექტორი, რომელიც კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია, აქტიურ გამოცოცხლებას იწყებს და ამ მხრივ დადებითი დინამიკა შეინიშნება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაციის სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ინტენსიურად გაგრძელდება.

„მისასალმებელია, რომ ავიაციის სექტორი თავადაც აღნიშნავს იმ დადებით დინამიკას, რაც აისახება ციფრებში  – დღეისთვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 2019 წლის ნიშნულის 55%. რა  თქმა უნდა, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, მათ შორის ახალი მიმართულებებით, როგორიცაა ავიაციის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია, ავიაციის ინდუსტრიის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, ასევე  ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების ხელშეწყობა, რათა კიდევ უფრო სწრაფად და მდგრადად მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ავიაციის სექტორის გაძლიერება, რაც, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგის განვითარებას”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები