LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაციის სფეროში დასაქმებულებს ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭათ

49
617366530

ავიაციის სფეროში დასაქმებულებს ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭათ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი წერს. მისი განმარტებით, ავიაციის ინდუსტრიამ მთავრობას მიმართა თხოვნით, რათა ავიაციაში დასაქმებულები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში მომხვდარიყო.

„ავიაციის ინდუსტრიამ მოგვმართა თხოვნით, ავიაციაში დასაქმებულები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში შეგვეყვანა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით, სექტორის თხოვნის გათვალისწინებით, ავიაციის სფეროში დასაქმებულებს ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭათ! ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ავიაციის და ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და რაც მთავარია, უსაფრთხო აღდგენას!“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები