„ისეთი შთაბეჭდილება კი მრჩება ხანდახან, რომ სხეული დარბაზშია, მაგრამ გარედან ადამიანი ლაპარაკობს. ჩემთვის ეს სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე რაღაც ნიშან-თვისებების ერთობლიობის გამოხატულებაა“, – ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა შესვლა.
მისი თქმით, ქვეყანა დემოკრატიის გზაზეა და ყველას აქვს უფლება თქვას ის, რასაც თვლის საჭიროდ.
ეს გვერდი გადაიფურცლა, მივდივართ წინ - მელია პარლამენტში მივიდა
"ეს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში თაობებს უკან წევს და ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებით ცლის" - ნიკა მელია.
„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე მაინც თანხმობაზე გავა, გარე სამყარომ უნდა დაინახოს, რომ რაღაცაზე ვთანხმდებით – მიტევებაზე, ერთმანეთისადმი ხელის გაწვდენაზე, გაჭირვებულის დახსნისთვის ვთანხმდებით.
სამწუხაროდ, ამას ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე მივალთ. როგორი ცვლილებებიც არ უნდა შევიტანოთ ამ ნორმატიულ აქტში, მეორე მხრიდან მას მხარდაჭერა არ ექნება“. – განაცხადა ლადო კახაძემ.