LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალბათ ვაქცინის მესამე დოზა დაგვჭირდება, რომ მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას: გამყრელიძე

69
ამირან გამყრელიძე02

“ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ მოსახლეობაში უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვებინარზე დღეს განაცხადა.

მან ისაუბრა ერთ-ერთი შეხედულებაზე, რომლის მიხედვითაც კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, სეზონურ ინფექციად იქცეს, რომელსაც ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე დასჭირდება, როგორც გრიპს.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ისტორიაში, ამ რაოდენობის ვაქცინებზე მოთხოვნა არასდროს ყოფილა:

“საერთაშორისო სამეცნიერო ბევრი კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებაში მსოფლიოში და დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა ალბათ, საჭირო იქნება. ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს. ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ მათ იმუნიტეტი, ამაზე ბევრი დაკვირვება მიდის. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება.

ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში. არ არის დადგენილი მესამე ბუსტერ დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს – ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზემოთ.

უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე დრო აქვს ქვეყანას. დღევანდელი გათვლებით, სადღაც 3 600 000-მდე დოზა უნდა მიიღოს ქვეყანამ და შემდეგ ეს მოწოდებები უნდა გაგრძელდეს. ეს რომ შესაძლებელია ასე მოხდეს, ამაზე საერთაშორისო ვაქცინის მწარმოებლების გეგმები მიუთითებს – არ ყოფილა ისტორიაში, რომ ამ რაოდენობის ვაქცინებზე ყოფილიყო მოთხოვნილება. ჩვეულებრივ წლიური მოთხოვნილება ვაქცინებზე არის 3-4 მილიარდი დოზის ფარგლებში, წელს მსოფლიოს 11 მილიარდი დოზა სჭირდება, მაგრამ წარმოების მოცულობა გაცილებით მეტზე იგეგმება.

დღეს დაახლოებით, 200-მდე ვაქცინაა მსოფლიოში უკვე სხვადასხვა ბაზის კვლევებში და აქედან თუ არ ვცდები, 30-მდე ვაქცინა უკვე კლინიკურ კვლევებშია გადასული, ამიტომ საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს იმას, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება კოვიდი და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები დაგვჭირდება ყოველწლიურად, სანამ რა თქმა უნდა, ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის იმდენად შემცირება, რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.” – თქვა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g