LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

522 ახალი შემთხვევა, 1 074 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

82
klkl

საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 922 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 016, „პისიარ“ ტესტით – 10 906.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,29 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 339 392 გამოჯანმრთელდა, 5 048 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 206 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 425.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 155 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 610 პირი.

გუშინ, 12 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი.

mazda magti 5g