LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაფლაოზე ვერ დავდივარ, ვერ ვხვდები იქ რა მინდა, მაგრამ მაინც უნდა მივიდე, იქნებ ჩემ შვილს დედა უნდა: ნანა დათუნაშვილი

1367
Capture212121

მსახიობის და ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის დედა ნანა დათუნაშვილი თოქ-შოუ „პროფილში“ იმყოფებოდა სტუმრად იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ახლობლები ყურადღებას არ აკლებენ.

მისი თქმით, სასაფლაოზე მისვლა ძალიან უჭირს, რადგან „ვერ ხვდება იქ რა უნდა“.

„სულ აქვთ ჩემი დარდი სულ… ამას ვგრძნობ. აქაც რომ მოვდიოდი, ნათია თავზე დამტრიალებდა, სამსახურში დააგვიანა, იქიდან ნანუკა რეკავს ბებო როგორ არის, ხომ კარგადაა? რას იცვამს, რას შვრება, იცის რა უნდა ილაპარაკოსო? იქით ჩემი ქალიშვილი რეკავს, ძალიან ყურადღებით არიან…

ეს არის გაუსაძლისი მდგომარეობა… მაია შენ ხომ იცი… სასაფლაოზე ვერ დავდივარ, ვერ ვხვდები იქ რა მინდა. ძალიან მიჭირს ამის გააზრება, მაგრამ მაინც უნდა მივიდე, იქნებ ჩემ შვილს დედა უნდა. არ ვიცი სად ვარ, რატომ ვარ უცებ ჩამომეფარება ბურუსი თვალებზე. ვერ ვხვდები რა მინდა იქ“, – აცხადებს ნანა დათუნაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g