LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიჭი თუ თოჯინებით თამაშობს და გოგო მანქანებით, ეს არანაირად არ უკავშირდება გენდერს მომავალში“ – ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი

412
natamefarishvilinews5

ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოავნია, სწორად შევაფასოთ ბავშვების ინტერესები სათამაშოების მიმართ.

ბიჭი თუ თოჯინებით თამაშობს და გოგო მანქანებით, ეს არანაირად არ უკავშირდება გენდერს მომავალში. ეს არის ჩვეულებრივი აქტივობა, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა სქესმა აკეთოს. შეიძლება ეს იყოს ცნობისმოყვარეობა, აინტერესებდეს ბავშვს.ზოგიერთი მამისგან გამიგია: „რატომ უნდა გამოუცვალოს პამპერსი თოჯინას ბიჭმა?“ ​რატომ არ უნდა გამოუცვალოს პამპერსი საკუთარ შვილს მამამ, როდესაც გაიზრდება და შვილი ეყოლება? მე მაქვს ეს შეკითხვა. რატომ არ უნდა იჯდეს ქალი საჭესთან, როდესაც მას სჭირდება გადაადგილება? რატომ არ უნდა დაბაროს, თუ ეს სჭირდება მას საკუთარ ნაკვეთზე?! ეს ამბავია ძალიან ყურადღების მისაქცევი

რეპლიკები: „გოგოსავით ნუ ტირიხარ,“ „ნუ შვრები ასე, ეს შენი საქმე არ არის,“ „დედასთან მიგაქვს თეფში? ეს რა კაცის საქმეა?!“ მსგავსი რეპლიკები ანგრევს ბავშვის განვითარებას. მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ. არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები, რომ ბიჭის მამა ასე უნდა იქცეოდეს და გოგოს მამა ისე“, -განაცხადა ნატა მეფარიშვილმა გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g