LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: მთაწმინდაზე 2 ახალგაზრდა ნაცნობმა დაჭრა და მიიმალა

100
police

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, მთაწმინდაზე 2 ახალგაზრდის დაჭრის გამო 2001 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.

მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 ივნისს, თბილისში, კოტე მესხის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნაცნობები – 2001 წელს დაბადებული მ.მ. და 2001 წელს დაბადებული გ.ო. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g