LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ აშშ–ში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

73
902e58f4b9b13c534737e095706fc4070b6686f8

ახალი კვლევებით დასტურდება, რომ აშშ–ში, სადაც სამედიცინო მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, ბოლო 10 წლის განმავლობაში საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

იმის გამო რომ მარიხუანის მოხმარება სულ უფრო და უფრო მეტ შტატშია ნებადართული, საგზაო უსაფრთხოების სადაზღვეო ინსტიტუტმა (IIHS) გადაწყვიტა დაედგინა, თუ რა გავლენა იქონია ამან ავტომფლობელთა ცხოვრებაზე. ექსპერტებმა უკანასკნელი 10 წლის მონაცემები გააანალიზეს და ის შტატები სადაც მარიხუანა ლეგალურია, იმ შტატებს შეადარეს, სადაც დღემდე აკრძალვა მოქმედებს. დასკვნა კი ასეთია, რომ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევები 6,6%–ით უფრო ხშირად ხდება იქ, სადაც მარიხუანის მოწევა კანონიერია. ასეთ შტატებში მსხვერპლით დასრულებული ინციდენტების რაოდენობა საშუალოდ 2,3%–ითაა გაზრდილი.

ბუნებრივია, ავტო–საგზაო შემთხევებზე სხვა ფაქტორებიც ახდენენ გავლენას, თუმცა სტატისტიკა მაინც ძალიან საგანგაშოა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მარიხუანის სამედიცინო მიზნით გამოყენება ამერიკის 11 შტატშია ნებადართული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები