LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან დეპორტირებული პაპუნა უგრეხელიძე კრიმინალური ავტორიტეტი არ არის – შსს

86

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაპუნა უგრეხელიძე, რომლის დეპორტაციაც უკრაინიდან განხორციელდა, ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი” არ არის და, შესაბამისად, საქართველოში შემოსვლის შემდეგ მისი დაკავება არ მომხდარა.

შსს-ს ინფორმაციით, ქართველის დეპორტაციის მიზეზი საბუთებში არსებული ხარვეზები იყო. შსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ პაპუნა უგრეხელიძე ე.წ. „კანონიერი ქურდია”.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ქვეყნის უსაფრთხების სამსახურმა ქართველი ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი” კიევში გუშინ დააკავა და იძულების წესით საქართველოში დააბრუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g