LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესებას აპირებენ: უფრო მეტი ადამიანი აიმაღლებს კვალიფიკაციას, არ დატოვებს სამსახურს

153
57553466-303

იაპონიის მთავრობა კომპანიებს 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესების რეკომენდაციას აძლევს – ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველე“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ იაპონიის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, კომპანიები დაარწმუნონ, რომ მოქნილი სამუშაო საათები, დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ბევრი სხვა ღონისძიება, სარგებლის მომტანი იქნება, თუკი პანდემიის დასრულების შემდეგაც ძალაში დარჩება.

იაპონიის მთავრობის აზრით, ოთხდღიანი სამუშაო კვირის დაწესების შემთხვევაში, კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეინარჩუნონ გამოცდილი კადრები, რომლებიც სხვადასხვა ოჯახური მიზეზის გამო (ოჯახის შექმნის სურვილი, თუ მოხუც ნათესავზე ზრუნვის აუცილებლობა) იძულებულები არიან, სამსახური დატოვონ.

ამასთან, როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, იაპონიის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა ხელს შეუწყობს უფრო მეტ ადამიანს, მიიღონ დამატებითი განათლება და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

„დოიჩე ველე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g