LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება – ზურაბიშვილი

52
sal

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება და ეს ორი სხვადასხვა რამეა.

„ვფიქრობ, მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც ეხება შარლ მიშელის დოკუმენტს. კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. მივიჩნევ, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რომელსაც მე არ ვეთანხმები.

დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, რამდენად გადატვირთულია ჩვენი სასამართლო და ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორად, ამაზე მქონდა კიდეც ამერიკის ელჩთან საუბარი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ბევრი მიმართულებით, ეს იქნება საარჩევნო კოდექსი, ამნისტიის კანონი სამართლებრივი კუთხით და მივაღწევთ შედეგს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ულტიმატუმების დრო არ არის.

მინდა, ყველას ვუთხრა, შედგა შეთანხმება, ახლა დროა, ამ დოკუმენტის მაქსიმალურად შესრულების და არ არის დრო დავუბრუნდეთ იმ გზავნილებს – ასე თუ არ მოიქცევი, მე გავალ, მე შევალ, მე არ შევალ. საზოგადოება ამით დაიღალა და ეს გამოჩნდება არჩევნებში.

ჩვენ ეკონომიკურად რთულ პერიოდში ვართ, გამოვდივართ ამ კრიზისიდან. პანდემიაც ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, ისმის სხვადასხვა ქვეყნებში შემაშფოთებელი გზავნილები ახალ შტამებზე, ამიტომ ფრთხილად ვიყოთ და არ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი მოხსნილია, ვიფიქროთ წინსვლაზე. ეს იყო უკრაინაში ჩემი გზავნილი. ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია… მთავარია კლანი ჩამოშორდეს სასამართლოს – ელისაშვილი

მოსამართლეთა დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს – ხაზარაძის ინიციატივა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g