LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეჩვენება, რომ ელჩების შეფასებები, ძალიან ხშირად გადაჭარბებულია – სოზარ სუბარი მოსამართლეების დანიშვნაზე

55
sozarrr

“ქართული ოცნების” დეპუტატს, სოზარ სუბარს “ეჩვენება”, რომ ელჩების მიერ სასამართლო რეფორმაზე გაკეთებული შეფასებები “ზედმეტად მკაცრია”.

მისი თქმით, როდესაც საუბარია სასამართლოზე, ობიექტური კრიტერიუმები უნდა დავაყენოთ პირველ რიგში ამ კრიტერიუმებით სასამართლოს ნდობა მაღალია და მის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

„როდესაც ვლაპარაკობთ სასამართლოზე, სუბიექტური განცდები კი არ უნდა დავაყენოთ პირველ რიგში, არამედ უნდა დავაყენოთ ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლებზეც წეღან ვილაპარაკეთ, ამ ობიექტური კრიტერიუმებით სასამართლოსადმი ნდობა არის მაღალი და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამიტომ, მეჩვენება გადაჭარბებული და მართლა ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ რეფორმა არის დამთავრებული. რეფორმა გრძელდება და ზოგადად რეფორმირება არ არის თემა, რომელიც შეიძლება ერთხელ დაამთავრო და ყველანი სამოთხეში აღმოვჩნდეთ, ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს ყველა სფეროში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის,საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეაჩეროს იქამდე, სანამ აღნიშნულ საკითხზე სრულმასშტაბიანი მსჯელობა არ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g