LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა, არიან დაშავებულები

192
avaria

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა სამი მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები