სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა წაიკითხა.
ილია მეორემ მრევლს შენდობა სთხოვა, ასევე, საერო და სასულიერო პირთათვის ილოცა.
“ღმერთო, მამაო, ძეო ღვთისაო და სულო წმინდაო, შეუნდე ერსა ჩვენსა შეცოდებულსა; ღმერთო, შეუნდე მთავრობასა და მხედრობასა ჩვენსა; ღმერთო შეუნდე მღვდელმთავრებსა, სამღვდელოებასა, დიაკვნებსა, ბერ-მონაზვნებსა; ღმერთო, შეუნდე ჩვენს ახალგაზრდობას და მოხუცებულთა; ღმერთო, შეუნდე ყოველთა მკვიდრთა საქართველოისათა; ღმერთო, შეუნდე უცხოეთში მცხოვრებთა თანამემამულეთა; ღმერთო, შემინდე მე ცოდვილსა და უღირსსა მონასა შენსა, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, შემინდეთ მე ცოდვები ჩემი”,- განაცხადა პატრიარქმა.
მან მრევლს მარხვის სინანულში გატარება და ბედნიერი აღდგომა უსურვა.