LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემიგრანტი ქალის მიმართვა: „გეხვეწებით, ნუ წამოხვალთ! ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანებს!!!“

584
page

მარი არბოლიშვილი  ჯგუფში ,,ჩვენ ამერიკაში” აზიარებს საკუთარ მონათხრობს იმის შესახებ, რა რთულია ემიგრაციაში ცხოვრება. ის ერთ-ერთ ქვეყანაში უკვე ცხრა წელია, ცხოვრობს…

გთავაზობთ მის მონათხრობს:

„9 წლის წინ…

როდესაც გადავწყვიტე (ემიგრაციაში) წამოსვლა…

ჩემმა რამდენიმე ნაცნობ-მეგობარმა მირჩიეს, რომ არ უნდა წამოვსულიყავი… აქედან დასტრესილები და ჯანმრთელობა შერყეულები ბრუნდებოდნენ… რა თქმა უნდა, არ დავიჯერე (მე ხომ ძალიან მაგარი გოგო ვიყავი) და წამოვედი…

თავიდან ყველაფერი რიგზეა.. მხოლოდ მონატრება გკლავს, მაგრამ ინტერნეტის საშვალებით ამ მონატრებას ასე თუ ისე კლავ. თვალს ადევნებ იმათ ცხოვრებას. როგორ იზრდებიან, ან ვითარდებიან შენი საყვარელი ადამიანები…

სოციალურ ქსელში გიპოსტავენ, თბილ-თბილი და ამაღელვებელი სიყვარულით… და ფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად არის. გადის პერიოდი და პოსტებიც და მესიჯებიც დროთა განმავლობაში იკლებს. იშვიათად გწერენ. მაგრამ ეს იშვიათობაც გულს გითბობს.

მართლა ყველაფერი კარგად არის, სანამ საბუთს გააკეთებ და სანამ რეალობას შეეჯახები შუბლით…

ამ პერიოდში, როცა დასვენების დღე გაქვს, გადიხარ გარეთ და ერთი ქალაქის სხვადასხვა ადგილას იღებ ლამაზ სურათებს. სახეზე მიკერებული ბედნიერი ღიმილით… და შენზე ფიქრობენ, რომ:

„ამას რა უჭირს, ნახე რა სურათებს იღებს?! სხვადასხვა კაფეში სვამს ლამაზ და გემრიელ ყავას, (გემრიელად იმიტომ ეჩვენებათ, რომ ცდილობ ლამაზად გადაიღო, ფერი დაადო და მზადაა), ამას რა უჭირს, ევროებზე მუშაობს…

გადის პერიოდი, დიდი წვალებისა თუ ნერვიულობის ფონზე აკეთებ საბუთს და მიდიხარ საქართველოში.  ისიც მაშინ როცა შეძლებ, რომ ყველა უბრალო ნაცნობსაც კი საჩუქარი წაუღო. მიდიხარ მინიმუმ ორი ჩანთით.

გხვდებიან აეროპორტში, მინიმუმ ორი მანქანით და ეს გაბედნიერებს. ფიქრობ, როგორ უხარიათ შენი ნახვა.. ჯდები მანქანაში და ბედნიერების ცრემლები გახრჩობს. შეცვლილია შენი საყვარელი ქალაქი. გალამაზებულია. არის ახალ ახალი შენობები და ცრემლნარევი ხმით კითხულობ, ეს რა არის? როდის აშენდა? ვინ ააშენა და ა.შ

მიდიხარ სახლში და ბედნიერი ხარ უფრო, როცა ჩანთას ხსნი და საჩუქრების დარიგებას იწყებ. ისე გაბედნიერებს ეს მომენტი, რომ დაფრინავ ცაში… შენთვის ეს ყველაფერი სიამოვნებაა და იმათთვის კიდე უბრალო ნაჭერია.

(ეს უბრალო ნაჭერი რა შრომის ფასად იყიდე, ეს მხოლოდ შენ იცი, მაგრამ ამას არ აქცევ ყურადღებას რადგან. შენ ხომ გგონია, რომ მათ აბედნიერებ).

და ამ დროს ისინი გაღიმებულები გიყურებენ და გულში ფიქრობენ, რომ უნდა ჩამომიტანოს, რატომაც არა!!! გულის სიღრმეში მეტსაც ელოდებიან შენგან!

მოკლედ, გადააგორებ ემოციებით დატვირთულ ღამეს…

იღვიძებ დილით ( თუ შეძელი დაძინება) და ხვდები, როგორი უცხო ხარ ყველასთვის…

შენი ადგილი აქ აღარ არის.

მაგრამ მაინც იღიმი…

იმის ადგილიც კი არ არის, რომ შენი პირადი ნივთები ამოალაგო.

ერთ თაროსაც არ გამოგიყოფენ… 10 დღით…

ხვდები, რომ საკუთარ სახლში ძალიან უცხო სტუმარი ხარ..

(მით უმეტეს მაშინ როცა მშობლები ცოცხალი აღარ გხვდება).

შენი ოჯახის წევრების მეგობრები უფრო კომფორტულად გრძნობენ შენს სახლში თავს, ვიდრე შენ.

სიმშვიდეს მხოლოდ მშობლების სასაფლაოზე გრძნობ. ცივი ქვიდან მომღიმარი გიყურებენ და იქ არ ხარ მხოლოდ სტუმარი.

იქ არ გრძნობ ზედმეტად თავს და იმათგან არ გრძნობ უმადურობას და შვებულების ძირითად დროს მათთან ატარებ…

და ამის მერე ხვდები, რომ.

იქ.. იქ ემიგრაციაში არის შენი ადგილი. ის უცხო ხალხი უფრო გაფასებს, ვიდრე შენი „სიყვარულით მოლოდინე ახლობლები”

და დღეებს ითვლი ,როდის გიწევს დაბრუნება…

დაბოლოს, წლების მერე… შეიძლება, ისე შეგიქმნან სიტუაცია რომ. იქ სადაც გაიზარდე, სადაც შენი აკვანი ირწეოდა… სადაც პირველი ნაბიჯი გადადგი მამასკენ ❤ სადაც  პირველად თქვი დედა… შეიძლება, იქ აღარ მიხვიდე. სხვაგან გაატარო შვებულება… განა იმიტომ, რომ ვინმემ შეგაშინა. არა იმიტომ, რომ გულისტკენა აირიდო თავიდან…..

და შენ თუ დღეს ფიქრობ, რომ წახვიდე და თავს უშველო ნუ წამოხვალ ემიგრაციაში.

თუ არ გინდა რომ… გული გეტკინოს!

თუ არ გინდა რომ… სულიერი ტრავმა მიიღო!

თუ არ გინდა, რომ… იგრძნო რა არის იმედ გაცრუება!

თუ არ გინდა, რომ…

ბევრი „თუ არ გინდა რომ“-ის დაწერა შემიძლია… მაგრამ გეხვეწებით, ნუ წამოხვალთ! ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანებს!!!

მოეფერეთ ერთმანეთს და დატკბით ერთად ყოფნით!!!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g