LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას იწყებს

108
1

“თურქეთში, 50 წელს ზემოთ მყოფ ყველა პირს და სამედიცინო პერსონალს, ხვალიდან შესაძლებლობა ექნება კოვიდვაქცინის მესამე დოზა მიიღოს,” – განაცხადა გუშინ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის მასობრივი იმუნიზაციის პროცესი უმნიშვნელოვანესია.

ქვეყნის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს ზემოთ მყოფი პირები და მედიცინის მუშაკები სასურველ ვაქცინას თავად შეარჩევენ.

“ხელისუფლებამ შეძლო ვაქცინების მობილიზება და დაგეგმილ ცენტრებში მისი კომფორტულად განაწილება. თურქეთი ეს ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით შეძლო ვაქცინაციის კამპანიის წარმართვა და ერთი დღის განმავლობაში მილიონზე მეტი აცრა ჩაატარა.” – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მით უფრო მალე აღმოიფხვრება კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეები და მომავალიც ნათელი გახდება.

როგორც მინისტრმა თქვა, ვირუსი მუტაციას მარტივად განიცდის, თუმცა როგორც ჩანს, ვაქცინებს გარკვეულწილად აქვს დამცავი ეფექტი და ვაქცინაციასაც დიდი მნიშვნელობა ექნება.

კითხვაზე, გამოჯანმრთელებიდან რა პერიოდის გასვლის შემდეგ შეძლებენ მოქალაქეები, ვაქცინის მორიგი დოზა გაიკეთონ, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ თავდაპირველად ინტერვალის ხანგრძლივობა ექვს თვეს გულისხმობდა, თუმცა ახლა ეს პერიოდი სამ თვემდე შემცირდა.

თურქეთში ვაქცინაციის კამპანია 14 იანვარს, ჩინური “სინოვაკის” ვაქცინით დაიწყო. ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანოებმა, ჩინეთში წარმოებულ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია იმუნიზაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიანიჭეს.

Bloomberg-ის მონაცემებით, დღემდე, თურქეთში ჩატარდა 49 757 893 აცრა. ერთჯერადად ვაქცინირებულია 41 მილიონზე მეტი ადამიანი, 18 მილიონმა მოქალაქემ კი ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა. დღიურად აცრილთა რიცხვი კი დღეს 733 238-ია.

რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას: Worldometers-ის კოვიდრუკაზე თურქეთი მეექვსე ადგილზეა – ჯამში 5 425 652 ინფიცირებულითა და 49 732 გარდაცვლილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g