35 წლის მსახიობმა, ემბერ ჰარდმა სულ ცოტა ხნის წინ 3,9 მილიონი „ინსტაგრამ“ გამომწერი გააოცა. ჯონი დეპის ყოფილმა მეუღლემ ახალშობილ გოგონასთან ერთად ფოტო გაავრცელა, ემბერ ჰარდი დედა გახდა. ტაბლოიდების ცნობით, ჰარდს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ამიტომ მან სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.
გოგონა, რომელიც 8 აპრილს მოევლინა სამყაროს უნა დაარქვეს, მისი მამის ვინაობა უცნობია. ფოტოს ემბერმა ვრცელი პოსტი დაურთო, სადაც ქალის თავისუფალ არჩევანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნებისმიერ ქალს უნდა შეეძლოს შვილის ყოლა, მიუხედავად მისი ოჯახური მდგომარეობისა.
„მე ჯერ კიდევ 4 წლის წინ გადავწყვიტე, რომ შვილის ყოლა მსურდა, თუმცა ეს მოხდებოდა ჩემი პირობებით. ყველა ქალი იმსახურებს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი და იყოლიოს შვილი მიუხედავად ოჯახური სტატუსისა“, – წერს ემბერი.
შეგახსენებთ, ემბერი ჯონი დეპთან განქორწინების შემდეგ არატრადიციულ ურთიერთობებში იმყოფება, მისი რჩეული 38 წლის ბიანკა ბუტი გახლავთ.
„ეს მისი კარიერის დასასრულია“ – ტყუილში გამოჭერილი ემბერ ჰარდი სასამართლო პროცესს არ დაესწრება