“კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი საშიშია და მუტაციას განაგრძობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ე.წ ინდური შტამი სულ მცირე 98 ქვეყანაში გამოვლინდა.
„დელტას“ ვარიანტი საშიშია და განაგრძობს განვითარებასა და მუტაციას, რაც მოითხოვს მუდმივ შეფასებასა და საზოგადოების ჯანდაცვის სისტემის რეაგირების ფრთხილ კორექტირებას“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.