ნინო სუხიშვილი ლელა წურწუმიას შოუს ესტუმრა და ბევრ სხვა თემასთან ერთად ისაუბრა იმაზეც, რომ ქორწინებაში შვილი არ გაუჩნდა.
“მე არ მყავს ჩემი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ ამისთვის ვერ მოვიცლიდი… თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს, მეორე საზღვარგარეთ სწავლობს… ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან… ხო, შვილი ჯანმრთელობის გამო ვერ გავაჩინე, ნუ , რას იზამ, მე საერთოდ, ისეთი თვისება მაქვს ცხოვრებაში, არა მარტო ეს ამბავი, რა სირთულეებიც მქონია ცხოვრებაში, მათი მიღება ვისწავლე”, – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.
ნინო სუხიშვილი: „სუხიშვილების სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებდი და ქეიფების მოცეკვავე ვიყავი…“