ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე – არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
დამატებით დეტალებს “ფორტუნა” შსს-ში არკვევს.