რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე მოხდა.
რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან ტრაილერი გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად, ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.