LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სუხიშვილი: „გადავდიოდი ქუჩაზე და გამიტანა მანქანამ… და ფაქტობრივად, ამაწყეს თავიდან…“

620
ninosuxishvilinews

ნინო სუხიშვილმა ნოე სულაბერიძესთან გაიხსენა ფაქტი, როდესაც ის მანქანამ გაიტანა. სწორედ ამ ტრავმის მერე დაანება თავი ცეკვას. მან არ იცოდა, შეძებდა თუ არა სიარულს.

„ 2001 წელს, გადავდიოდი ქუჩაზე და მანქანამ გამიტანა. თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე. ფაქტობრივად, ამაწყვეს თავიდან. იმის მერე ექვსი თვე ეტლში გავატარე, წელიწადნახევარი – ყავარჯნებზე. ნელ-ნელა ყველაფერი კი შეხორცდა და აღდგა, მაგრამ მართლა არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა სიარულს. დიდხანს ვკოჭლობდი. ორი წელი გავიარე მძიმე პერიოდი რეაბილიტაციის… ბეწვზე ვარ გადარჩენილი… თითქმის ყველა ძვალი დამტვრეული მქონდა. მარცხენა მხარე, ტერფიდან დაწყებული კისრამდე, საერთოდ არ მქონდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g