LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ლეჯენდი და კრისი ტაიგენი ფლორენციაში მოგზაურობენ – ვარსკვლავური ოჯახის ფერადი ფოტოები

155
Untitledrrrrr

გასული წელი 42 წლის ჯონ ლეჯენდისა და მისი მეუღლისთვის, 35 წლის მოდელი, კრისი ტაიგენისთვის, ძალიან მძიმე იყო, მათ შვილი დაკარგეს. კრისი ორსულების 24-ე კვირაზე კლინიკაში ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს. ახალშობილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ერთად ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური წუთები გამოგვივლია“ – ჯონ ლეჯენდის ემოციური წერილი მეუღლეს

წყვილმა კრიზისული პერიოდი უკვე გადალახა, ღრმა დეპრესიის შემდეგ ტაიგენი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. ახლა ვარსკვლავური ოჯახი ფლორენციაში მოგზაურობს. ბუნებრივია, წყვილთან ერთად მათი შვილებიც იმყოფებიან. ისინი მაშინ გადაიღეს, როცა ფლორენციის ქუჩებში ისტორიულ ძეგლებს ათვალიერებდნენ, ბედნიერი ოჯახის წევრებს ფერადი ტანისამოსი ეცვა. კრისს კი „ციმერმანის“ 2278 ევროიანი ჭერელი კაბა ამშვენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები