LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართლებრივად დავამტკიცებთ, რომ თქვენ შეგეშალათ: დაკავებულის ადვოკატი ჟურნალისტებს

71
1

“მთავარი არხის” ოპერატორზე, ასევე “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა.

ერთ-ერთი დაკავებულის, ტვ პირველისა” და “მთავარის” თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული თემურ ხარაულის ადვოკატმა, ოთარ ხურციძემ კი ჟურნალისტებს მიმართა და თქვა, რომ სასამართლოში დაამტკიცებენ, რომ მათ შეეშალათ და ვიდეოში წარმოდგენილი პიროვნება ხარაული არ არის.

რცხვენია თუ არა თავისი განცხადებების – ამ კითხვის საპასუხოდ ადვოკატმა აღნიშნა, რომ არაფრის რცხვენია და დაამტკიცებს, რომ ჟურნალისტებს ბევრი რამ შეეშალათ:

“სამართლებრივად დავამტკიცებთ, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პიროვნება თემურ ხარაული არ არის. თქვენ მე სამართლებრივად მედავებით, ჩვენ სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ თქვენ შეგეშალათ.

მე არაფრის არ მრცხვენია, ვარ უფლებადამცველი, გავეცანი საქმის მასალებს და დავამტკიცებ, რომ თქვენ ბევრი რამ გეშლებათ.” – თქვა  ხურციძემ.

შეგახსენებთ, მთავარი არხის“ ოპერატორზე, ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს: აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

დაკავებულებიდან ბრალდებას არც ერთი არ ეთანხმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g