გასულ თვეს, ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკს 13 წლის ტყუპები გააცნო, ერთობლივი ვახშმის ამსახველმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო, შემდეგ „ბენიფერი“ შვილებთან ერთად გასართობ პარკშიც გადაიღეს.
ფოტო: სიყვარულით გასხივოსნებული "ბენიფერი" სრული შემადგენლობით - წყვილი შვილებთან ერთად გადაიღეს
51 წლის ჯენიფერს 13 წლის ტყუპები ახლდა, ბენი კი 9 წლის ვაჟთან, სემუელთან ერთად იყო
ახლახანს კი წყვილი შვილებთან ერთად კვლავ გადაიღეს. ჯეი ლოს 13 წლის ქალიშვილი, ემმა ახლდა თან, ბენს კი 9 წლის სემი. „შერეულმა ოჯახმა“ Brentwood Country Mart-ში ივახშმა.
ოჯახურ ვახშამზე 51 წლის ლოპესი თეთრი კომბინეზონით გამოჩნდა, ხელში კი „ლუი ვიტონის“ ჩანთა ეჭირა. ის და ბენი კვლავ ჩახუტებულები მისეირნობდნენ.
“ერთად ცხოვრების ბოლომდე, ვერდიქტი გამოტანილია” – ახალი დეტალები “ბენიფერის” შესახებ