უკვე რამდენიმე თვეა შოუბიზნესის სამყარო 51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 48 წლის ბენ აფლეკის განახლებულმა რომანმა მოიცვა. რამდენიმე დღის წინ ჯეი ლომ პირველი კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ ის ახლა საოცრად ბედნიერია.
„ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია“ – ჯეი ლო ბენ აფლეკთან განახლებულ რომანზე პირველად ალაპარაკდა
ახლახანს კი ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სანდო წყარომ გამოცემა Mirror-ს განუცხადა, რომ “ბენიფერი” ახლა უკიდურესად ბედნიერია და წყვილს მშვენივრად აქვს გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ ეს მათი “ბოლო გაჩერებაა”.
“პირველი კვირები ნამდვილი ქარიშხალი ჰქონდათ, ახლა ვნებები დაცხრა და საბოლოო ვერდიქტიც გამოტანილია. ისინი ერთად ცხოვრების ბოლომდე აპირებენ ყოფნას და უკვე მზად არიან სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად“, – აცხადებს ინსაიდერი.
ასე რომ, 17 წლის შემდეგ, “ბენიფერს” ბოლოსდაბოლოს საკურთხეველთანაც ვიხილავთ.
სიყვარულით გასხივოსნებული “ბენიფერი” სრული შემადგენლობით – წყვილი შვილებთან ერთად გადაიღეს