LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადგეს შს მინისტრისა და პრემიერის პოლიტიკური პასუხისმგებლობა: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

43
20f832fc7d3eaf9456372550fcd3f169

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ის ერთ-ერთი იყო იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. მას თავს ჯგუფურად დაესხნენ „სირცხვილიას” ოფისის დარბევისას. ლექსო ლაშქარავას მძიმე ტრავმები ჰქონდა სახისა და თავის არეში.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე ორგანიზებული თავდასხმებისას  დაზარალდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის რამდენიმე მძიმედ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას.

მოვითხოვთ:

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ  ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
  • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა,” – ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g