საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა გადალახვა საქმის გამო მოუწია. ნინო აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში გადანაცვლების შემდეგ ერთმა მეზობელმა ჰკითხა, ხომ არ შერცხვებოდა ამ საქმიანობის გამო, ვინაიდან მაშინ ამ სფეროში მუშაობა სასირცხვილო იყო…
„მომიწია თვეობით იქ გადასვლამ, ამან გამოიწვია ჩემს მეუღლესთან ურთიერთობის გაცივება და დავიშალეთ. წარმოიდგინეთ, რა მძიმეა ქალისთვის ოჯახის დანგრევა. კარგი, დასანგრევი მერეც დაინგრეოდა, მაგრამ ამ დროს შეჭიდებული ხარ დარგს, რომელსაც არ იცნობ და ყველა გეუბნება, რა მიქარე, თბილისიდან სოფელში წამოხვედი საცხოვრებლად და იკვლევენ მიზეზებს – საყვარელი ხომ არ გყავს, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი? ცალკეა ჩაძახილები, რომ არაფერი გამოგივა…
შემდეგ მეზობელმა მითხრა, მე რომ შენთვის ეს ყველაფერი არ მეთქვა, ასეთი მოტივირებული არ იქნებოდი ამ სტერეოტიპის დასანგრევადო. ასე რომ, მართლა კარგი ქნა იმ ადამიანმა, ეს რომ მითხრა და ჩემმა ქმარმაც კარგი ქნა, რომ გამშორდა (იცინის)“.