LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლას აუკრძალავს პირებს, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ

106

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩი ანეტ გიუნთერი ,დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრების მთავარი თემა მიგრაციის სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენები იქნება.

გერმანიამ, როგორც ათეული წლების განმავლობაშ საქართველოს მჭიდრო პარტნიორმა და მეგობარმა, 2017 წლის მარტში მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის. 200 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. უვიზო მიმოსვლა ემსახურება, ასევე, გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალფეროვანი კულტურული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კონტაქტების გაღრმავებას. მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ამ თავისუფლებას იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს. ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში 700-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება, ასევე, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში,“ – ნათქვამია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში, რამდენიმე წლით შენგენის მთლიან ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g