LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებთ, კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ – გერმანიის საელჩო 12 აპრილის პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცის განცხადების ნაწყვეტს აქვეყნებს

115
Untitled design - 2024-04-15T142645.340

საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენციიდან ოლაფ შოლცის განცხადების ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.

„გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა:

„მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები.

ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და, სავარაუდოდ, არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ოლაფ შოლცი: „ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო მას არ მიიღებს“

გრეტა წიწავა: „ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, ნაცმოძრაობის მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი, ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“, მაგრამ ნაცმოძრაობის მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა“

ნინო წილოსანი: „საკუთარი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლის საპირწონედ, სხვა ქვეყნის ლიდერს რომ ციტირებ, ამით უკვე გასაგებია, როგორი ეროვნული ღირებულებების მატარებელი ხარ“

პოპულალურები