LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლაფ შოლცი: „ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო მას არ მიიღებს“

165
ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი

„ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს“, – ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კანცლერმა აღნიშნა, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის დღის წესრიგში, აღარ დადგებოდა“.

„ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.

ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“. – განაცხადა აოლაფ შოლცმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები