LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბეთში თანდათან ქალებს აღიარებენ: ჩადრიანები ახლა არბენინეს

386

საუდის არაბეთში ქალებისთვის პირველი მარათონული გარბენი გაიმართა. მასში მონაწილეობა დაახლოებით 1500-მა მორბენალმა მიიღო და მათ დიდ ნაწილს ტრადიციული მუსლიმური სამოსი ეცვა.

„მარათონის მიზანია, რბენის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება“, – განაცხადა მარათონის ორგანიზატორმა მალიქ ალ-მუსამ.

მარათონის მონაწილეებმა სამკილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. გამარჯვებული მიზნა ალ-ნასარი 15 წუთში ჩაეტია.

არაბული სამყარო ამ მიმართულებით თანდათან უფრო ლიბერალური ხდება. ცოტა ხნის წინ, საუდის არაბეთში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრებისა და არმიაში სამსახურის ნება დართეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g